"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მძლავრ პოზიციებს დაიჭერს გუნდი.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ორი მთავარი მიზანია ეპიდემიისგან და ოკუპაციისგან თავის დაღწევა.
"დიდუბეში გავიზარდე და შემდეგ ჩუღურეთში გადავედი. მე ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც არ ვარ უცხო, არამარტო ბიოგრაფიით, არამედ საქმიანობითაც. ვფიქრობ, საკმაოდ მძლავრ პოზიციებს დავიკავებთ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ვირუსის შემოტევას და ოკუპაციას დავაღწიოთ თავი,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია დღეს წარადგინა.