აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს პარტია ”ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე გაწერელია აცხადებს, რომ პოლიტიკაში მეტი ევროკავშირია საჭირო.
"პარლამენტში არის სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშაოთ რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის გასაძლიერებლად. მეტი ევროკავშირია საჭირო, მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიცია გაგვაჩნია,"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მარნეულისა და გარდაბნის ”ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ინტენსიური კავშირი აქვს და ყოფითი პრობლემები მათ აუცილებლად მოუგვარდებათ.
"ერთი წლის წინ, როგორც მე დავპირდი მარნეულელებს, რომ გავხდებოდი ყველას თითოეულს ოჯახის წევრი ანალოგიურად ვიქნები გარდაბანშიც. ჩვენ არ გვეყოლება არცერთი სოფელი, სადაც არ იქნება ხარისხიანი სასმელი წყალი,"- განაცხადა ზაურ დარგალმა.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ”ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
აღნიშნავს, რომ მოსახლეობას ექნება სასმელი და სარწყავი წყალი. ასევე, მისი თქმით, რეგიონში გაზიფიცირებიც პრობლემააა, რომლის მოგვარებასაც ის ეცდება.
"ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან გვექნება ახლო ურთიერთობა. აქტუალურია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები. ამ მიმართულებებით ინტენსიურად ვმუშაობთ,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია დღეს წარადგინა.