"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო დებატებში იწვევს.
ნათელაშვილმა მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები უარყოფითად შეაფასა.
"დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და "თავო ჩემო", კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია.
ჩემი უშუალო კონკურენტი, მართალია გაბანძებული, მაგრამ მაინც ბიძინა ივანიშვილია. მე მას ვიწვევ ტელედებატებში. საკმარისია ოლიგარქი, მაფიოზა, მსოფლიოში ბენზინის გაიაფების ფონზე საწვავის გაძვირების დიდოსტატი ენუქიძე წარმოვიდგინოთ კანდიდატებში, საკმარისია წარმოვიდგინოთ წელიწადში 300 მილიონი საბიუჯეტო ფულის სახლში წამღები ფეხბურთის განვითარებისთვის, კობიაშვილი და საკმარისია ამ გუნდში წარმოვიდგინოთ მრავალ პარტია მოცვლილი, ზემო აჭარის სირცხვილი ბოლქვაძე,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატთა სია წარმოადგინა.