18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ის, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში დავრჩებოდი, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან მივიღე - დავით სერგეენკო 

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, "ქართულ ოცნებაში" დარჩენის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, რომელსაც მყარი მიზეზები გააჩნია. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. 

"ამ კონკრეტულ ოლქში ბოლო კვირების განმავლობაში, მაგრამ ის, რომ მე თავდაპირველად მინისტრობიდან წამოსვლის პირველი თვეების განმავლობაში მქონდა ესეთი ხედვა, რომ მონაწილეობას მივიღებდი აუცილებლად წინასაარჩევნო პროცესებში, მაშინ არ იყო დადასტურებული პროპორციული თუ მაჟორიტარული სიით, რადგანაც თავისთავად, ეს მოდელი არ იყო დაზუსტებული.

რაც შეეხება კონკრეტულ უბანს და კონკრეტულ მაჟორიტარებს, ბოლო კვირების განმავლობაში უკვე დაზუსტებულია,“ –განაცხადა სეერგენკომ. მისი თქმით,  ძირითადად, კონსულტაციებს პრემიერ - მინისტრთან გადიოდა.

"ის, რომ მე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში დავრჩებოდი, ჯერ კიდევ შარშან მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამას თავისი მყარი საფუძველი ჰქონდა, რომელიც შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მე არ მეგულება არც ერთი პოლიტიკური ძალა და მთავრობა, რომელმაც ასეთ მაღალ პრიორიტეტზე აწია საქართველოში ჯანდაცვა  და ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა მას, რამაც მოგვცა უამრავი შესაძლებლობა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

დღის ამბები