18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
შრომის ნაყოფიერება 7 წლიანი მარათონის დროს, გვინდა თუ არა, მცირდება - დავით სერგეენკოს თქმით, პრემიერს გათავისუფლების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მის მიერ თანამდებობის დატოვებისა და შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების მიზეზზე საუბრობს. დავით სერგეენკო ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა საკმაოდ შრომატევადია და რაც უფრო წლები გადის, შრომის ნაყოფიერება მცირდება.  

მისი თქმით, სანამ თანამდებობას დატოვებდა, პრემიერს მისი გათავისუფლების შესახებ თხოვნით რამდენჯერმე მიმართა. 

"ალბათ ბოლო წელიწადნახევარია, შეიძლება უფრო მეტიც, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, მე რამდენჯერმე მქონდა თხოვნა პრემიერისადმი, რომ გავეთავესუფლებინე ამ სამსახურიდან, იმიტომ რომ ყველა სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო მსახურობა ან საშუალო პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანდაცვის მინისტრების არის სამი ან ოთხი წელი. ორი ქვეყანაა, სადაც იყო გამონაკლისი.

შრომის ნაყოფიერება 7 წლიანი მარათონის დროს, როდესაც ეს მარტო ჯანდაცვა არ არის, ბევრი სხვა რაღაცეებია გაერთიანებული, შრომის ნაყოფიერება მცირდება, გვინდა თუ არ გვინდა,“ - განაცხადა დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო ამბობს, რომ ის თანამდებიბიდან წასვლის შემდეგ, უბრალოდ საჯარო სივრცეში არ ჩანდა. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, მალევე საქმიანობა პრემიერის მრჩეველის რანგში გააგრძელა. სერგეენკო ამბობს, რომ მისი საჯარო სივრცეში დაბრუნება მოახლოებულმა არჩევნებმა განაპირობა.

"მე შეიძლება არ ვჩანდე საჯარო სივრცეში მაგრამ წასვლით არსად არ წავსულვარ. მსახურობა მეორე დღიდან გავაგრძელე პრემიერის მრჩეველად და ის, რომ საჯარო სივრცეში არ ვჩანდი, არ ნიშნავს, რომ არაფერს არ ვაკეთებდი,“ - ამბობს დავით სერგეენკო. 

დღის ამბები