პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ახალი პროექტი წარადგინა - "ერთ-ერთი შენგანი პარლამენტში".
პროექტი მოიცავს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანების პოვნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობა.
"ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ჩვენი 30 000 მხარდამჭერის და პარტიის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამხელა დიდი ინტერესი ჰქონდა ამ კამპანიას და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა თითოეული თქვენთაგანის ხმა იქნას გათვალისწინებული," - განაცხადა პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.