18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ვინ შევა და ვინ არა მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში - ბრძოლა დედაქალაქისთვის აქტიურ ფაზაში შედის

ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის "ვაკელობა" - ელენე ხოსტარია ამბობს, რომ ღირესული მეტოქე ჰყავს, თუმცა პრობლემას არა პერსონებში, არამედ სისტემაში ხედავს, რომლის შესაცვლელადაც ბრძოლისთვის ემზადება. კონკურენტს ვაკეში საქმიანობას არა, მაგრამ პოლიტიკურ გემოვნებას უწუნებს. ელენე ხოშტარია იმ სამაჟორიტარო ოლქში, რომელიც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრია, ბედს 4 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ცდის, ამჯერად, გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის სახელით.

მეტოქესაც კარგად იცნობს და ვაკის მოსახლეობის პრობლემებიც მისთვის ნაცნობია, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ახლა დაიწყებს. პოლიტიკურ ოპონენტზე ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა მის გუნდს აკრიტიკებს. ვაკის მოქმედ გამგებელს სჯერა, რომ საკუთარი ამომრჩევლების ხმას ამჯერად უკვე საპარალემნტო ტრიბუნიდან გაახმოვანებს.

საბურთალოს ოლქი - 2020 წლის არჩევნებზე კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იქნება. აქ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის მოუწევს. მმართველი პარტია ფსონს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრზე დებს, გაერთიანებულ ოპოზციას კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი საბურთალოს ოლქში ბრძოლის სტრატეგია. მათ შესაძლოა, მხარი "ლელოს" მაჟორიტარობის კადნდატს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირონ. ამ ოლქის ამომრჩევლების გულის მოგებას ლევან გოგიჩაიშვილიც გეგმავს. დავით სერგეენკო კი ამბობს, ძლიერ კანდიდატებთან პაექრობისთვის მზად არის.

მმართველი გუნდის არჩევანმა ალეკო ელისაშვილი კიდევ უფრო წააქეზა და ახალ თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რომ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდეს.

მძიმე ორთაბრძოლა იქნება გლდანის ოლქში, სადაც ერთამენთს პარლამენტის მოქმედი დეპუატატი ლევან კობიაშვილი და ყოფილი დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. ნიკა მელი ამბობს, რომ კონკურენტი სუსტი მეტოქეა და ამიტომ პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი რომელმაც გლდანში საარჩენო კამპანია ერთი თვის წინ დაიწყო, მიიჩენევს, რომ კონკურენტისგან განსხვავებით გლდანელების პორობლემებს კარგად იცნობს.

ოქტომბერში პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე გასული გლდანის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა კონკურენტისგან განსხვავბით არც იმას გამორიცხავს, რომ დამატებითი დრო - ანუ მეორე ტურიც გახდეს საჭირო. მთავარ ოპონეტენს 20 ივნისს განვითრაებულ მოვლენებსაც ახსენებს და იმასაც, რომ პარლამენტში მოხვედრის საკითხს მხოლოდ მოსახლეობა წყვეტს.

დიდუბე- ჩუღურეთში შესაძლოა გია ვოლსკის კონკურენტი დავით უსუფაშვილი იყოს. ისანში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე, დავით ჭიჭინაძე და ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაუპირიპირდებიან. სოზარ სუბარი დაწრმუნებულია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ლევან ხაბეიშვილს დაამარცხებს და სამგორელების ხმა იქნება პარლამენტში.

ბრძოლა დედაქალაქისთვის უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. არჩევნებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, მით უფრო აქტიურდება წინასაარჩევნო კამპანიაც და აქტიურდებიან პოლიტიკოსებიც. ვინ შევა და ვინ არა მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში დედაქალაქის 8 ოლქიდან - ამაზე არჩევანი ოქტომბერში უნდა გაკეთდეს.



 

დღის ამბები