"ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს "ღამის კურიერში" მოუწია პასუხის გაცემა კითხვაზე, იქნებიან თუ არა პარტიის სიაში ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი როლი შეასრულეს.
ეს კითხვა მას შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციაზე ცნობილი ეპიდემიოლოგები ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი.
"მე ყველა ამ ადამიანს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ესენი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა. რაც შეეხება პოლიტიკას, ორი განსხვავებული მიმართულებაა, ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა, აქვს ხედვა ამა თუ იმ საკითხზე, ეს ადამიანები არ მალავენ რომ აქვთ გარკვეული სიმპათიები "ქართული ოცნების" მიმართ, სიაზე არ ყოფილა საუბარი, ისინი ჩვენ ქვეყანას სჭირდება იქ, სადაც იმყოფებიან,"- განაცხადა კახა კალაძე.