18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ის, რომ დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან, ამით არაფერი დამიშავებია - ბექა ოდიშარია

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ, რომელიც "ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელებისას წარადგინეს, როგორც "3 თაობის მთაწმინდელი", "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მაჟორიტარს გარკვეული ბმა უნდა ჰქონდეს იმ უბანთან, სადაც კენჭს იყრის.

მან აღნიშნა, რომ ამით ხაზი გაესვა, რომ ის კარგად იცნობს მთაწმინდის ყოფას და მის პრობლემებს. 

"ირაკლი კობახიძეს მარტო ეს წინადადება არ უთქვამს ჩემი წარდგენისას, მან განაცხადა, რომ მე მოქმედი მაჟორიტარი ვარ და ვფიქრობ, არც თუ ისე ცუდი. მე ვფიქრობ, ამაზე შეგიძლიათ კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია. ისევე, როგორც აღინიშნა ჩემი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ის აქტივობები, რომელიც ამ პერიოდში იქნა დიასპორის როლის გასააქტიურებლად, ქვეყნის ცხოვრებაში ჩასართველად გაკეთებული ჩვენი და ჩვენი კომიტეტის მიერ. საქილიკო აქ არაფერი არ გახლავთ, ცუდი არაფერია.

მაჟორიტარს, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს გარკვეული ტიპის ბმა, შესაძლებელია სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ უკეთესია. მე ვფიქრობ, ის, რომ მე დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან, ვფიქრობ, ამით არაფერი დამიშავებია და არაფერი დაუშავდება მთაწმინდას. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ მე, მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, მის ყოფას, მის ხალხს და პრობლემებს არასდროს არ მოვწყვეტილვარ და მე ფორმაში შესვლა არ დამჭირდება მთაწმინდაზე კენჭის საყრელად,"-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები