"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობისთვის" ფული არ შეუწირავს და თუ როგორ ხდებოდა მსგავსი საკითხები იმ პერიოდში, საზოგადოებამ კარგად იცის. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა:
"მე ერთხელ პასუხი გავეცი ამ შეკითხვას და მინდა რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, არანაირი შეწირულობა არ ყოფილა. როგორც იყო და რანაირადაც იყო იმ პერიოდში, მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. შეუძლიათ კიდევ ოთხი წელიწადი მახსენონ ეს და ათასი სისულელე და ბოროტი ქილიკი იყოს," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ მისი მისამართით მსგავსი ბრალდებები აბსურდულია.