რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფაზე საუბრობს "საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის". არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის მაგალითად ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავება და ბრალდების სიმძიმის მიუხედავად მათი ადვოკატის გარეშე დატოვება მოჰყავთ.
უკანონო პატიმრად თვლის სამოქალაქო სექტორი გენადი ბესტაევსაც, რომელსაც ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ ორ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს უკანონო დაკავებულთა გასათავისუფლებლად და საკითხის განსახილველად დროულად განახლდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.