18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ადამ კინზინგერის განცხადება ადასტურებს, რომ არავითარი ხინჯი ჩვენ და აშშ-ს შორის ურთიერთობაში არ არსებობს - გიორგი ვოლსკი

ადამ კინზინგერის სიტყვები ადასტურებს ჩვენი ოპონენტების მხრიდან საკითხის არასწორ ინტერპრეტაციას - ასე ეხმაურება გიორგი ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენის ბოლო განცხადებას. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ კინზინგერმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კვლავაც მყარი მეგობრული ურთიერთობაა.

"განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარი ხინჯი ჩვენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში არ არსებობს და ვერც იარსებებდა და საერთოდ, ამ თემაზე საუბარი მოდის იქიდან, რასაც ჰქვია ინტენსიური, გააფთრებული შეტევა ჩვენი ოპონენტებისა საქართველოზე და ამ შემთხვევაში იმის მცდელობით, რომ გამოიყენონ დაპირისპირებაში ზოგიერთი კონგრესმენი, ვისაც კონკრეტული მოსაზრებები გააჩნია ფრონტერას თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოსთან მიმართებაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კინზინგერმა განაცხადა, რომ ის არ ელოდება, რომ საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტი შეჩერდება და რომ სანქციებზეც საუბრები არასდროს ყოფილა.

 

დღის ამბები