18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გამოსამშვიდობებლად შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს გამოსამშვიდობებლად შეხვდა.

შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, რისთვისაც მინისტრმა ბრიტანელ ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი, რომელიც საქართველოს სულ მალე დატოვებს - დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

 

დღის ამბები