საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ნოტამში.
ნოტამში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).