18 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ავტომობილის კონკრეტულ ადგილზე გაჩერება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი - კალაძის განცხადებით, პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დედაქალაქის მერის თქმით, კახა კალაძის თქმით სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა და შესაბამისი ცვლილებებიც ამოქმედდა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების თანახმად ლიცენზირებული ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილზე სხვა ავტომობილების გაჩერების შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ელექტრომობილების დამუხტვის ადგილებზე სხვა ავტომობილების განთავსებისთვის ჯარიმაც  50 ლარი გახდა. 10-ჯერ მოიმატა და 100 ლარი გახდა ჯარიმა იმ ავტომობილების მიმართაც, რომლებიც თვეობით არიან გაჩერებული გარკვეულ ადგილებზე და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა გაორმაგდება. ჯარიმა შეიცვალა სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვებისთვისაც,

"ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით,  კონკრეტულ რაიონებში და უბნებში და მოსახლეობისგან არის წუხილი. არის ავტომობილები, რომლებიც წლობითაა მიტოვებული და სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გააჩერონ კონკრეტულ  ადგილზე, თუ მეტი დრო იქნება ჯარიმა იქნება 50 ლარი," - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მერის თქმით, გაჩერება აკრძალულია და დგომა აკრძალულია ნიშნების მოთხოვნის დაუცველობისას თუ სამართალდამრღვევი, არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან  უარს აცხადებს გადაყვანაზე, შესაბამის სამსახურებს გარდა ავტომობილის გადაყვანისა, ასევე შეეძლებათ ალტერნატიულ საშუალებად საბურავებზე სპეციალური ჩამკეტი გამოიყენონ. ამასთან, პარკირების ქვითრის ჩაბარებაზე განმეორებით ჩაუბარებლობის, ან  უარის თქმის შემთხვევაში,  ქვითარი სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ასევე კახა კალაძის თქმით, თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.  

დღის ამბები