ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესს, სადაც ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს და ამბობს, რომ პოლიტიკური შეთანხმებები, სასამართლოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
"პოლიტიკური შეთანხმებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სასამართლოზე. განა რობაქიძის სიკვდილით ყველა შეწუხებული არ იყო? ვინ გეგულებათ პოლიტიკური პარტიის ლიდერებიდან ისეთი, ვინც პროკურატურას მიუთითებს მძიმე დანაშაული დამალოს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბუტა რობაქიძის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი ნოემბერში წაუყენეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.