18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

წარმომადგენელთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელი შეუწყოს ქვეყანას ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ეს არის დადასტურება, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

"ვფიქრობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელმაც ქვედა პალატაში პროცედურები დაასრულა. დარწმუნებული ვარ, სენატში იგივე პროცედურების გავლის შემდეგ, როდესაც მას კანონის სახე მიეცემა, კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები