ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე, სასამართლოში პროცესი მოწმის გამოკითხვით გრძელდება. ერთადერთი მოწმე ბუტა რობაქიძის მამა - სოსო რობაქიძეა.
მან პროცესზე შესვლამდე განაცხადა, რომ კონკრეტული დანაშაული დაკავშირებულია, როგორც ყოფილ მაღალჩინოსნებთან, ასევე მთლიანად იმ სისტემასთან, რომელიც იმ დროისათვის ქვეყანას მართავდა. სოსო რობაქიძის განცხადებით, ამ დანაშაულის შერჩენას არავისთვის აპირებს.
"როდესაც ბუტა მოკლეს, მალევე იკვეთება ადეიშვილისა და ოქრუაშვილის დანაშაული. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი ჩაჯდება ამ საქმეზე დაკავებული ციხეში, ჩემთვის მნიშვნელოვანია აღიაროს მან ეს დანაშაული. თუმცა ამაში ოქრუაშვილს არ დავინდობ და ის მოიხდის სასჯელს ისე, როგორც საჭირო იქნება,"- განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ.
ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
ადვოკატები კი 2 მიმართულებაზე საუბრობენ, ერთი არის საქმის პოლიტიკური კონტექსტი და მეორე მტკიცებულებების ნაწილი.