18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
უბრალოდ, შევაქე ეს კაცი და კინაღამ ჯვარს მაცვეს - ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიაში კვირიკაშვილი არ იქნება

პარტია "მოქალაქის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს მისი პარტიის რიგებში არ უნდა ველოდოთ.

კითხვაზე, იქნებიან თუ არა მის რიგებში "ქართული ოცნებიდან" წამოსული პოლიტიკოსები, ელისაშვილმა უპასუხა, რომ ამას პარტიის პრეზენტაციაზე, დაახლოებით, 10 დღეში გავიგებთ. 

"ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის წარსულს და რეპუტაციას. და აქვს თუ არა მას მოსახედი. "ქართული ოცნებიდან" ზოგიერთი წამოვიდა ისეთი, ვინც მიუღებელია, წამოვიდნენ ისეთი, ვინც მისაღებია.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, უბრალოდ, შევაქე ეს კაცი და კინაღამ ჯვარს მაცვეს, არ მქონია კომუნიკაცია. მე მომეწონა, როგორც წამოვიდა კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან. ბახტაძესავით ფეისბუქით არ გვითხრა პრემიერ-მინისტრმა წავედიო და ღარიბაშვილივით უკანა კარიდან არ გაპარულა. მომეწონა, ეს ვთქვი და კინაღამ მაცვეს ჯვარს. არც ჩემთან პარტიაში იქნება ეს კაცი, არც ვიცნობ და არც კომუნიკაცია არ გვაქვს, მაგრამ მომეწონა, როგორც წამოვიდა, პრესკონფერენცია გამართა და თავისი პოზიცია ახსნა, რაც შეეძლო, ვხედავდით, რომ წინააღმდეგობა გაუწია ბიძინა ივანიშვილს. რაც არ მომწონდა, იმასაც ვამბობდი. რა ვქნა, ქართლელი, ხაშურელი კაცი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები