"დღის კურიერის" ეთერში პოლიტიკური მოძრაობა ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები ახალ სახეებად გაასაღა.
"რა ეკონომიკა უნდა გააძლიერონ, თავის ჯიბეებს გაიძლიერებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები წარადგინეს და გვითხრეს, რომ ახალი სახეები არიანო. გოჩა ენუქიძე, რომელმაც რაჭა გადაჭამა. ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ფეოდალივით მოაჯდა მთიან აჭარას, ბექა ოდიშარია, რომელიც ყანწს-ყანწზე სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოებს.
ეს ხალხი ამბობს, 2012 წელს ჩვენ გავიმარჯვეთო. მე მეუბნებიან ეს ტიპები, რომლებიც ყანწით სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდნენ.
ისინი ამბობდნენ, რომ სატანა ბიძინა ივანიშვილი არ უნდა მოეშვათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომ იყავი და იძახდი საზიზღრობაა ბიძინაო, დღეს, რომ ბიძინასთან ხარ და იძახი კიდევ კარგი თავისუფლება გაჩუქეთო არ ექვემდებარება არცერთ ლოგიკას.
ირაკლი კობახიძე ისეთებს ლაპარაკობდა ჩემზე, რომ გეგონება თვითონ იყო მედროშე და ტანკთან იდგა. დამალული იყო ჩირგვებში და თმები ჰქონდა ჩამოფარებული,არავის რომ არ დაენახა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.