18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
ორი კანდიდატი დამიყენა "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარ ოპონენტად, გიორგი ვაშაძე და კახა კახიშვილი - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარის, მმართველი გუნდის ყოფილი წვერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ისნის მაჟორიტარულ ოლქში მას ორი კანდიდატი, ერთი ოპოზიციიდან, ერთი კი ხელისუფლებიდან დაუყენა. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. 

"მთელი ცხოვრება ერთი ტაქტიკით ვცხოვრობ, იმ რაიონში ადამიანებს ვხვდები, ადამიანების გვერდში ვდგავარ და ვარ თუ არა მაჟორიტარი, ვცხოვრობ იმ რაიონის ტკივილით და ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გავაკეთე, რაც 25 წელი გაკეთებული არ იყო. თუნდაც მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დეპუტატის ძალისხმევას მოითხოვდა, რომ სამინისტროებში ევლო და ამ ხალხის საბუთები მოეგროვებინა. ასეთი ძალიან ბევრი, ბინების დაკანონება, ანუ ისეთი მომენტები, რომელიც პრაქტიკულად, თუ დეპუტატს ირჩევენ, ამის გაკეთება შეუძლია რეალურად მაჟორიტარს, იმიტომ, რომ სამინისტროებში კარი ღია აქვს და მას შეუძლია იურიდიული მომსახურება გაუწიოს და რაც ამ ადამიანებს კანონით ეკუთვნის, ბიუროკრატიის გამო დაკარგული არ ჰქონდეთ.

ხანდახან რომ ვუყურებ, მედიაში მე საერთოდ არ მახსენებენ. მხოლოდ კახა კახიშვილს და გიორგი ვაშაძეს, განსაკუთრებით სამთავრობო მედიაში ასეა ხოლმე. მე ვიძახი, რომ ორი კანდიდატი დამიყენა "ქართულმა ოცნებამ" - ერთი გიორგი ვაშაძე და მეორე კახა კახიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი გადაბმული არის "ქართული ოცნების" მთავარ ქისასთან ვანო ჩხარტიშვილთან ნათესაური ურთიერთობით და ძალიან ბევრი კითხვები არსებობს მის ფინანსებთან დაკავშირებით, საიდან აქვს მას ეს ფინანსები. კახიშვილი კი, გადადებული ორი წლის წინ, "ქართული ოცნებიდან" გაშვებული, იმდენად პრობლემაა დავით ჭიჭინაძე მათთვის, რომ გაშვებული ადამიანი შემოაბრუნეს პოლიტიკაში, თუმცა ძალიან კარგია, ეს ადამიანები პოლიტიკურ ბრძოლის ველზე იქნებიან და საზოგადოება დაინახავს მათ რეალურ სახეს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები დღეს ფანტომები არიან,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები