"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერში" პარტიის საარჩევნო სიის პირველი ხუთეულის დასახელებისგან თავი შეიკავა.
იქნება თუ არა სიაში მეორე ნომრად მისი შვილი ანზორ ბიწაძე - ბურჯანაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიაში მისი როლი დედა-შვილობას არ უკავშირდება.
"ძალიან უხერხულია ხოლმე, როცა დედა შვილზე ლაპარაკობს, რაც არ უნდა შეეცადო, ობიექტური ვერ იქნები, მაგრამ მეორეს მხრივ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი შვილობის გამო ნამდვილად არ არის პარტიაში და პოლიტსაბჭოში. ის ჯერ 2003 წლიდან იყო რევოლუციურ პროცესებში ჩართული და 2008 წლიდან, დაარსების დღიდან და დაარსებამდეც, ის იყო ამ პარტიაში ახალგაზრდული ოირგანიზაციის თანადამფუძნებელი.
მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლები მასზე თავად ილაპარაკებს და ნაკლები იქნება დედა-შვილობის ფაქტორი. მას და მის მეგობრებს, რომლებიც ახლა მთავარ საბჭოში არიან, ლამის შავ მუშად უმუშავიათ პარტიაში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.