18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის მაჟორიტარის ინსტიტუტი მოძველებულია - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერში" ეთერში აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მაჟორიტარობის ინსტიტუტი მოძველებულია და პარტია ამ მიმართულებით აქცენტს ამიტომაც არ აკეთებს. 

"საერთოდ, როდესაც რამე არასწორად მიგაჩნია, იგივე მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ძალიან ძნელია იმ არასწორისთვის იბრძოლო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოსთვის მაჟორიტარის ინსტიტუტი ნამდვილად არის მოძველებული და უფრო სახელისუფლებო ფუნქციის შემსრულებელი. ამიტომ, არ მიგვაჩნია სწორად. გარდა ამისა, თქვენ ნახეთ როგორ დალაგდა მაჟორიტარული ოლქები, როდესაც პრაქტიკულად ძალიან რთულია ხელისუფლებას ხელი შეუშალო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში.

ფულით გაგვიჭირდება მათთან შებრძოლება, მაგრამ რაც შეეხებათ "ოცნების" კანდიდატებს, გეტყვით, რომ მათთან შებრძოლება რთული ნამდვილად არ არის, რადგან თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ კანდიდატს, რომელსაც შეიძლება უპირობოდ ნეიტრალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები