ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტა.
მისი განცხადებით, დაბინძურებული ჰაერი წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მისივე თქმით, საწარმოების უკან კერძო პირების და ბიზნესმენების ინტერესები იკვეთება.
"სწორედ იმიტომ, რომ ეს საწარმო ძირითადი დამბინძურებელია, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მას ვერავინ უბედავს, რომ გარემოს დაცვაზე მიუთითოს. დუმს ადგილობრივი თვითმმართველობა და პარლამენტი. სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ გაამკაცრა პარლამენტმა კანონი გარემოს დაცვის შესახებ. ჩვენ, რუსთაველები კი, ამის გამო ყოველდღიურად ვიწამლებით,"- აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ.