18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე -  კვლევას სამართლიანი არჩევნები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს

რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ცესკომ და ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გაითვალისწინეს - კვლევას სამართლიანი არჩევნები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს.

მასში ნათქვამია, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმების მიუხედავად, პროექტებში შესაბამისი ცვლილებები არ ასახულა.

საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, საარჩევნო დავების განხილვაზე, სოციალური ქსელებით აგიტაციაზე, მედიარეგულაციებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.

"საარჩევნო კოდექსში პოზიტიური ცვლილებები აისახა, რაც მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. თუმცა არის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ აისახა საარჩევნო კოდექსში. გვაქვს მოლოდინი რომ კვლავ დადგება დღის წესრიგში ის საკითხები, რაც წინა არჩევნებზე დაფიქსირდა,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე,

დღის ამბები