18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მივიღეთ პოლიცია, რომელიც აიძულეს, შეზრდილიყო კრიმინალურ სამყაროსთან - ზაალ უდუმაშვილი

"მივიღეთ პოლიცია, რომელიც მთლიანად აიძულეს, რომ შეზრდილი გამხდარიყო კრიმინალურ სამყაროსთან" - ამი შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. 

"როლები არის გაცვლილი ქვეყანაში. მედია არის დაკავებული საგამოძიებო მოქმედებებით და გამოძიება დაკავებულია იმით, რომ მედიას მიყვება კვალდაკვალ და კვალს შლის. ასეთი სახელმწიფო მივიღეთ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი პრაქტიკულად ჩამოშლილია, მათშორის უპირველსყოვლისა პოლიცია, რომლითაც ერთდროს ყველა ვამაყობდით, დღეს მივიღეთ პოლიცია, რომელიც მთლიანად აიძულეს, რომ შეზრდილი გამხდარიყო კრიმინალურ სამყაროსთან,"-განაცხადა უდუმაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა "გაბედესა" და "შეცვალეს" აქტივისტებმა ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებზე პოლიციელების არაეფექტიანი რეაგირება გააპროტესტეს.

დღის ამბები