18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"ჩვენ გვსურს ხელისუფლებიდან ჩამოვიშოროთ ქართველი კრიმინალები" - უკრაინელი ჟურნალისტები ქვეყნის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ მათ გადაცემა МОЛНIЯ-ს მორიგი გამოშვების ბოლოს განაცხადეს, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს. გამომძიებელი ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ მოიქცნენ ისე, როგორც გერმანიის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იქცევიან და შეასრულონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

"სასამართლო გაოგნებულია ქვეყნის პრეზიდენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების და მთავრობის ყველა განშტოების შეთანხმებული ქმედებებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამართლიანობამ არ იზეიმოს!" - აცხადებს ჟურნალისტი ოლეგ დაინეკა.

საქმე ეხება დავით ჭაკუას ექსტრადირებას გერმანიიდან საქართველოში.

ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ, ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს გვირგვლიანის საქმე შეახსენეს, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ისინი გირგვლიანის საქმეში მიხეილს სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირად მონაწილეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.

სტრასბურგის სასამართლომ „დანაშაულებრივი რეჟიმის“ მთელი ელიტა დამნაშავედ ცნო ამ ბოროტების ჩადენაში, მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები მაგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და კოხტა კოდუა. თუმცა უკრაინული მხარე მათ ექსტრადირებაზე დუმს, ჩვენ გვსურს ხელისუფლებიდან ჩამოვიშოროთ ქართველი კრიმინალები,"- აღნიშნავს ჟურნალისტი ვალერი ტოვმაჩი.

დღის ამბები