საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო - ამ საკითხზე დღეს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე საუბარი იყო იმ ნეგატიურ და გამაფრთხილებელ განცხადებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროპასა და შეერთებულ შტატებში კეთდება.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმძიმეს საგარეო პროცესზე, რომელიც საქართველოს აქვს. სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კონგრესში უნდა იყოს კენჭისყრა ამ ყველაფრის. ეს ურტყამს ქართულ ეკონომიკას, ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, იმ სოციალურ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.