18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მშრომელების უფლებები მთელი პოლიტიკური კლასისთვის უმნიშვნელო და მეორე ხარისხოვანია - EMC ფრონტერას საქმეზე

კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი გამოეხმაურა. მისი განცხადებით გადაწყვეტილება პოლიტიკური კლასისთვის მშრომელთა უფლებების უგულვებელყოფას უსვამს ხაზს. EMC-ის განცხადებით, დღესდღეობით პოლიტიკურ წრეებში მშრომელთა უფლებები მეორეხარისხოვანია და ამის გამო დასაქმებულებმა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ.

""ფრონტერას საქმე" არის ძალიან კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ როგორი უმნიშვნელო და მეორე ხარისხოვანია მშრომელების უფლებები მთელი პოლიტიკური კლასისთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის, რომელიც განსაკუთრებით თავგამოდებულად იცავდა "ფრონტერას". მანამდე ვიქნებით ამ სავალალო მდგომარეობაში, რაშიც ჩვენი ქვეყანაა, სანამ არ დამთავრდება ინვესტორების გაფეტიშება, მიუხედავად იმისა, როგორ ექცევა ეს ინვესტორი კანონმდებლობას და დასაქმებულებს. ამიტომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა დავუვიწყოთ ამ პოლიტიკურ კლასს, თავისი ოპოზიციიანად ის, თუ როგორ უგულვებელჰყვეს მშრომელების ინტერესები," - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.

დღის ამბები