ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეგრაციას მოიცავს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატების, როგორც სტრატეგიულ პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული და მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად მივაღწიეთ ამ წლების მანძილზე.
იყო არაერთი კრიტიკული მოსაზრებები, ოპოზიციის მხრიდან, იყო სპეკულაციებიც, დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ მხარდაჭერა გამოხატულია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, პროგრესის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას, ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ჩვენ მადლიერები ვართ რომ ამერიკის კონგრესის მხრიდან, კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ,"-განაცხადა არჩილთალაკვაძემ.
აშშ-ის სენატმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცდა. დოკუმენტის ეს ვერსია შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხებს.