18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
"კარგი იქნება, თუ დიალოგის გზით გადაწყდება ეს საკითხი"- კელი დეგნანი "ფრონტერასთან" დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა

აშშ-ის ელჩი კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას დღეს "ფრონტერა“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოფიციალური პირების განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური ბრალდებებით.

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ საკითხი დიალოგის გზით გადაწყდება.

"ჩვენ გუშინ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის მზად კომპანიასთან  ღია საუბრისთვის. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მოხდება კომუნიკაცია და დიალოგის გზით გადაწყდება ეს საკითხი," - გადაწყვიტა კელი დეგნანმა.

დღის ამბები