18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ეს არის დიპლომატიური ჟესტი სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ-ს სენატმა თავი შეიკავა შესწორების საბოლოო ტექსტში ჩადებაზე - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი "დღის კურიერში" შეერთებული შტატების სენატში დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტზე საუბრობს.

სალომე სამადაშვილის თქმით, სასამართლოში გიორგი რურუასთან დაკავშირებით პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორები ამ საკითხზე პირდაპირი ჩანაწერის გაკეთებისგან გარკვეულწილად სიფრთხილეს იჩენენ.

"პირველ რიგში ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკრეტულად გიორგი რურუასთან დაკავშირებით დღეს სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, ამიტომ რა თქმა უნდა, რომ გარკვეულწილად სიფრთხილე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ პირდაპირ გააკეთოს ჩანაწერი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დღესვე იმიტომ, რომ ეს ნიშნავს გარკვეულწილად აღიარებას იმის, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს სასამართლო პროცესი როგორც ასეთი და ამერიკის კონგრესი და სენატი ასე ვთქვათ აკეთებს განცხადებებს, რომელიც ეხება მიმდინარე საქმეს სასამართლოში, ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს დიპლომატიური ჟესტი არის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ თავი შეიკავეს ახლა ამ შესწორების საბოლოო ტექსტში ჩადებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება ოქტომბრის დასაწყისამდე, ამიტომ ვნახოთ კიდევ რა მოხდება ოქტომბრის იმ დღემდე, სანამ დასრულდება დოკუმენტზე მუშაობა და რა თქმა უნდა, საბოლოო ტექსტი და საბოლოოდ რა ჩაიდება ამ დოკუმენტში დამოკიდებული იქნება მათ შორის რა მოხდება საქართველოში, მანამდე რა მოხდება სასამართლოში, შესაბამისად რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

ამიტომ აქ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ტექსტი და ჩვენი ამოცანა, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციის ჩვენს ქვეყანაში არის, რომ საქართველომ მიიღოს მაქსიმალური დახმარება როგორც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის, ასევე სხვა ამოცანებისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ამოცანა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეერთებული შტატების სენატში თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დამტკიცდა, თუმცა ეს არ არის დოკუმენტის ბოლო ვერსია. არსებულ რედაქციაში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების შესახებაც. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა.

დოკუმენტში, რომლითაც 2021 წელს ამერიკის თავდაცვის ხარჯები უნდა განიკარგოს, საუბარია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე. ამ კონტექტსში საუბარია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს და უკრაინის ჩართულობაზე.

"გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირებისათვის, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ჩართულობით," - ნათქვამია თავდაცვის აქტში.

დღის ამბები