18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
არცერთ ამ ადამიანს "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ თეთრიც არ გადაურიცხავს, ტოტალური რეკეტი იყო - ირაკლი კობახიძე "ოცნების" მაჟორიტარობის იმ კანდიდატებზე, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები იყვნენ

ირაკლი კობახიძე  "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის იმ კანდიდატებზე, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის"  შემომწირველები იყვნენ, აცხადებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ნებით ერთი თეთრიც კი არ შეუწირავთ "ნაციონალური მოძრაობისთვის".  მისი თქმით, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" რეკეტიორობის დამსახურება.

"არც ერთ მათგანს არ შეუწირავს თანხას, სისტემა იყო ასეთი. შემოსავლების სამსახური იბარებდა ბიზნესმენებს და ადგენდნენ ვის რამდენი შემოწირვის საშუალება ჰქონდა. მარტივად მიჰქონდათ ფურცლები და აწერინებდნენ ხელს თუ ეს ბიზნესმენები არ მოაწერდნენ ხელს კარგად იცით ამას რაც მოჰყვებოდა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს "ნაციონალური მოძრაობის" მანკიერ სახეს, როდესაც იყო ტოტალური რეკეტი. ამ შემთხვევაში არ იყო რეკეტი, რადგან ამ ფურცლებზე აწერინებდნენ ხელს.

მე არ მომიწია მსგავსი ზეწოლის გამო რაიმე თანხის გადახდა, რადგან არ ვიყავი ბიზნესმენი, თუმცა ზუსტად ამ პერიოდში, მომიწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დატოვება. 

როდესაც ასეთ მონაცემებს ატრიალებს "ნაციონალური მოძრაობა" მათ ეს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ, რადგან აქ მათი მანკიერი სახე ჩანს. თუ მაშინ ასეთ ფურცლებზე ხელს არ მოაწერდი, გაწამებდნენ მოდულის შენობაში ასეთი იყო მაშინდელი სისტემა. რეალურად ისეთ რამეებს იყენებენ, რაც მათ კიდევ ერთხელ ამხელს.

ჩვენს სიაში არიან მოქმედი დეპუტატებიც ოთხივე წარმატებულია თავის საქმიანობაში, ლევან კობიაშვილი, ვაკის გამგებელი, რომელიც ასევე სიახლის შემომტანია. რეგიონების კანდიდატები, რომლებიც წარსულშიც მსგავს საქმიანობას ახორციელებდნენ. მათ მიმართ არის განსაკუთრებული პატივისცემა ამიტომ ეს საკადრო ცვლილებები კარგია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები