"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება.
ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერში" ამბობს, რომ მსგავსი რამ არც კი განხილულა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ არ განიხილება ასეთი რამ და ამას გამოვრიცხავ. ამაზე მკაფიო პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ის არ იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში. ასეთი რამ არ განხილულა და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გავაკეთო ეს განცხადება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.