18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად კი გამოძიება გრძელდება. გარდაცვლილის ბიძა, კობა თამაზაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ მეტი განმარტების მოლოდინშია. 

"არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოკვეთილა. უბრალოდ, ოჯახს აქვს კითხვა გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი, ანუ იძულებით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, მთავარი კითხვა, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება იქ არ ყოფილიყო თავიდანვე. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა.

ფიზიკურად მე არ მინახავს არც ის წერილი, არც ანაბარი. მაგ ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც. ძალიან ბევრი კითხვებია გამოძიებასთან," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი. 

დღის ამბები