პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს საბანკო სექტორსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჭიჭინაძის განცხადებით გადავადებულ, სესხებს გაცილებით მეტი პროცენტი დაემატება, რის გამოც პანდემიით დაზარალებული ეკონომიკური მდგომარეობა შემოდგომაზე უფრო გაუარესდება
"ფულის აკუმულირება ხდება ისევ ვიწრო ჯგუფებში, ფართო მასებს ისევ არ აქვს ფული. ბანკები აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ძარცვას,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.