18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ირაკლი ჩიქოვანი

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი მორიგ ცრუ ინფორმაციას უწოდებს, რომელსაც მისი თქმით, კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის

"ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის. საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისთვის თვალსაჩინო," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები