18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ეს არის ის გამარჯვების ფორმულა - მრავალფეროვნება ერთიანობით, რომელიც დღეს ქართველ ამომრჩეველს სჭირდება - გიორგი ვაშაძე

დღეს კოალიცია "ძალა ერთობაშია" გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დატოვეს. "ახალი საქართველო" და "კანონი და სამართალი" სტრატეგია აღმაშენებლის ექსპერტებთან ერთად, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან, დღეს მათ პრეზენტაცია გამართეს.

რატომ დატოვა კოალიცია გიორგი ვაშაძემ - "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი გამარჯვების ფორმულა, რომელიც მისივე თქმით, ქართველ ამომრჩეველს სჭირდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, მრავალფეროვანი არჩევნები პროპორციული თვალსაზრისით იმისთვის არის საჭირო, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.

"ეს არის ის გამარჯვების ფორმულა - მრავალფეროვნება ერთიანობით, რომელიც დღეს ქართველ ამომრჩეველს სჭირდება იმიტომ, რომ მე ყოველთვის, როცა ვიღებ გადაწყვეტილებას, ვიღებ იქიდან გამომდინარე, თუ რა უნდა ხალხს, რა არის საზოგადოების მოთხოვნა და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაც და პირდაპირ ვამბობ, რომ სრულად პასუხისმგებლობას ამაზე ჩემს გუნდთან ერთად, თაკოსთან ერთად ვიღებ თავიდან ბოლომდე.

ხალხის დაკვეთა არის ოპოზიციის თანამშრომლობის საერთო ფორმატები, ეს იქნება არჩევნების გაყალბების კუთხით, იქ, სადაც შევთანხმდებით მაჟორიტარული კუთხით, ანუ პრევენცია მოვახდინოთ არჩევნების გაყალბების, კოორდინაცია, მაგრამ მეორე მხრივ მრავალფეროვანი არჩევანი პროპორციული თვალსაზრისით იმისთვის, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.

ყველა კვლევა აჩვენებს დღეის მდგომარეობით, რომ მოსახლეობის 60% ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა უნდა. აი ამ 60%, რომელიც გაიზრდება კიდევ უფრო, ჩემი აზრით 70%-მდე, მათ უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები