"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს ფართო გაერთიანება. როგორც წიკლაურმა "დღის კურიერში" განაცხადა, "ძალა ერთობაშია" არ იშლება და გაერთიანება არჩევნებზე დიდი ალბათობით საარჩევნო ბლოკად იქნება წარმოდგენილი.
"პატარა პარტიებს, ისეთი როგორიც არის "ევროპული საქართველო" ან გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" აქვთ უფრო მეტი ღელვა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. "ნაციონალური მოძრაობა" უდავოდ არის ოპოზიციური პარტიების ფლაგმანი, თუმცა ჩვენ არ გვსურს ერთპიროვნული ლიდერობა ოპოზიციურ ფლანგზე.
ჩვენი მიზანი, ჩვენი მიმართება არის სხვა პარტიებთან ერთად მონაწილეობა, ისეთი, როგორიც არის "სახელმწიფო ხალხისათვის", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", სხვადასხვა ლიდერები გვიერთდებიან და რა თქმა უნდა "ძალა ერთობაშია" არ იშლება.
დიდი ალბათობით ეს გაერთიანება იქნება საარჩევნო ბლოკი, რომლებშიც შევლენ სხვადასხვა პარტიები და ასევე ის ადამიანები, ვინც ყველასთვის არიან პატივსაცემები, როგორც პოლიტიკოსები.
რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიასთან" მოლაპარაკებებს, ვადასტურებ, იმიტომ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს ფართო გაერთიანება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ნუგზარ წიკლაურმა.