აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მხარეებმა
სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის ქმედებებს.
"გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე,"- წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას, "ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას".