18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
NDI-ის კვლევა: ინფოდემიის ფონზე მოსახლეობა ყველაზე მეტად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ოფიციალურ წყაროებს ენდობა

კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე სანდო წყაროებად მოსახლეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და მთავრობას მიიჩნევს - ამის შესახებ ვირუსის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს განხორციელებულ კვლევაშია აღნიშნული.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია.

მოქალაქეები მთავრობას და ჯანდაცვის სპეციალისტებს კრიზისის ეფექტურად მართვას უწონებენ.

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დღის ამბები