მმართველ გუნდში მაიკ პომპეოს საუბრის შინაარსს დადებითად აფასებენ. ოპოზიციის კრიტიკას კი კრიტიკითვე პასუხობენ და აცხადებენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას ბზარი არასოდეს გაუჩნდება.
"მხოლოდ ამ ერთი კონტაქტისა და შინაარსის ფონზე კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის ის სპეკულაციები, რომ თურმე ამერიკის შეერთებული შტატები თავს ანებებს საქართველოს და რომ ამ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ტიპის ხინჯი ჩნდება. დასანანია, რომ ოპოზიცია დღესაც აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიცია მოუწოდებენ, როდესაც ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში.
"აშშ-სა და საქართველოს პოზიციები, ცხადია ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობენ, ვურჩევდი ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.