პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით პარტიამ გამონაკლისი დაუშვას და საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს.
უსუფაშვილი მიიჩნევს, ეს გამონაკლისი შეიძლება შეეხოს როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებს.
"მაჟორიტარ კანდიდატებს ვამზადებთ ყველა ოლქისთვის, თუმცა, შესაძლოა, იყოს გამონაკლისი ოლქები, სადაც კანდიდატს არ დავაყენებთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძალიან კონკრეტული ვითარება: პიროვნული ფაქტორი, კანდიდატი, რომელიც პარლამენტში "ლელოსთვისაც" სასურველი და სასარგებლო იქნებოდა და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეიძლება იყოს გარკვეული შეთანხმებები. ამ გარკვეულ გამონაკლისს არ გამოვრიცხავ არც თბილისში, არც რეგიონებში," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.