18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
როგორც "ნაციონალური მოძრაობა" არის პრობლემა, ზუსტად ასეთივე გაუგებრობა არის "ლელო" - იაგო ხვიჩიას სურს, ოპოზიცია "აზრზე მოვიდეს"

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, ოპოზიცური პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამის შედეგად უნდა მოხდეს რეგიონებში კონსოლიდაცია.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია სრულად ვერ შეთანხმება და იმ დანაპირებს არ შეასრულებს, რასაც თავიდან მოსახლეობას პირდებოდა, მოქალაქეებს მათი რწმენა დაეკარგება და მიხვდებიან, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის. 

"ჩემი აზრით, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" არის პრობლემა, ზუსტად ასეთივე გაუგებრობა არის "ლელო", რომელსაც რა უნდა დღემდე ჩვენ პოლიტიკოსებმა არ ვიცით. თქვენ რომ დაიაროთ ოპოზიცური პარტიები და ჰკითხოთ, რა უნდა "ლელოს", ამას ვერ გაიგებთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ცდილობს, ოპოზიციონერ კოლეგებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ მოელაპარაკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების დამარცხების ყველა მცდელობა  განწირულია. 

"მე ახლაც მგონია, რომ ბოლომდე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ ჯერ, უბრალოდ უნდა განვახორციელოთ ზეწოლა ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებზე, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ თუ ისინი არაკოლეგიალურად მოიქცევიან, არა ოპოზიციურად ან ზოგადად გაუგებრად, მე არ მინდა ვიყო წაგების თანამონაწილე. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო ისეთ პროექტში, რომელიც წინასწარ ვიცი, რომ განწირულია და წაგებულია. ამიტომ, მე ვცდილობ, რომ ჯერჯერობით, ველაპარაკო ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში. ჩვენ ყველას ვესაუბრებით ზოგადად. "გირჩის" როლი ამ ოპოზიციურ ფორმატებში იყო ყველასთან ინდივიდუალური ლაპარაკი იმ თემებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებდა.

გვინდა, რაღაცნაირად მოვახერხოთ ის, რომ ოპოზიცია აზრზე მოვიდეს და ის ფორმულა, რომელიც ჩვენი აზრით ერთადერთია, როგორც გამარჯვების ფორმულა და ამ ფორმულას ჰქვია საზოგადოება და ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ, არ გადაკეთდეს "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინააღმდეგად. იმიტომ რომ ამ ბრძოლაში მე გამარჯვების არ მჯერა და სადაც გამარჯვების არ მჯერა, იმ ბრძოლაში არ მინდა მონაწილეობა მივიღო... 

ჩვენ თუ ვიტყვით, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისის 6 რაიონში, მაგრამ ვერ მივაღწიეთ 24 რაიონში, ეს იქნება ამომრჩევლების მოტყუება,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები