18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"არანაირი ტექტონიკური ძვრები ოპოზიციაში არ არის" - ანზორ ბიწაძის მტკიცებით, პარტიებს ერთმანეთთან უპრეცედენტო კოორდინაცია აქვთ

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არც თვითონ და არც ნინო ბურჯანაძე არ იქნებიან წარმოდგენილნი.

"ოპოზიციაში არანაირი ტექტონიკური ძვრები არ არის. ჩვენ არასდროს არ გვქონია ისეთი უპრეცედენტო კოორდინაცია, როგორიც ახლა შედგა ოპოზიციაში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთ აზრზე ვიყოთ. ჩვენ ვთქვით კიდეც, რომ უნდა შევთანხმდეთ ყველა ოლქზე.

თუმცა, თუ ყველა ოლქზე არ შედგება შეთანხმება, ამაში არანაირი ტრაგედია არ არის. რამდენიმე კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ "ქართულ ოცნებას" ბევრი ხმები დავათმობინოთ. 

"ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა თავისი კანდიდატები, ვიხილეთ სანახაობა 5- ვარსკვლავიანი სასტუმროდან, საიდანაც მილიარდერმა წარგვიდგინა მილიონერები და ხალხს უთხრა, ამათ დაუდექით გვერდშიო.

ჩვენი პარტია დარჩება იმ საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებაში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი. ოპოზიციაში არანაირი ტრაგიკული და მძიმე მოვლენები არ მიმდინარეობს. ამხელა ერთობის ფონზე, რა თქმა უნდა, გარკვეული სახის აზრთა სხვადასხვაობა.

მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენს ამომრჩეველს იმ ადამიანების ღირსეული ალტერნატივა შევთავაზოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა საზოგადოებას. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ყველა ოლქში იყოს იდეალური კანდიდატურა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ახლა ჩვენ შიდა განხილვის ეტაპზე ვართ და წარვადგენთ ფართომასშტაბიან ოპოზიციურ ფორმატს. წარვადგენთ იმ კანდიდატურებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მე არ ვიქნები არცერთ მაჟორიტარულ ოლქში და არც ნინო ბურჯანაძე,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები