"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები აუცილებლად უნდა დააყენოს, რადგან მიუხედავად იმისა, ვის მოწონს ეს და ვის არა, ენმ ყველაზე დიდი ელექტორალური ბაზის მქონეა. ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და ძლიერი მაჟორიტარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
"როცა ხარ ძლიერი მაჟორიტარი შენი პარტიული ხმებიც მეტია, ამიტომ თუ ნახევარ საქართველოში არ ეყოლებოდა ენმ-ს და მის ბლოკს კანდიდატები, ეს შეამცირებდა არა მარტო ენმ-ს ხმებს,"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის აზრით, იმის მიუხედავად, რომ საბურთალოსა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში" ნაციონალური მოძრაობა" არ მონაწილეობას, ოპოზიციაში შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდება, რადგან ამ შეთანხმებაში არ იღებს მონაწილეობას არც "ლელო", არც ალეკო ელისაშვილი და დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც კი უკვე 2 თვეა მეტნაკლებად მისაღებ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.
"მე მივესალმებოდი, რომ ლელოს კანდიდატები საბურთალოზეც და დიდუბეშიც ყოფილიყო იმ კონტექსტში შემოსული და თუ არ დაუყენებდნენ კანდიდატებს,"- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა
იმ შემთხვევაში თუ კანდიდატებზე სრულად შეთანხმება ვერ მოხდება, რისი მოლოდინიც არსებობს, დავით ბერძენიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შეთანხმება რამდენიმე პარტიას შორის მაინც იყოს:
"სახელისუფლებო პარტია რომელიც წაფორთხიალდა სიაში, ის მეორე ტურში როგორც წესი აგებს, კი არ იგებს. ის იგებს მაშინ, როცა მტრის ხატად ჰყავს "ნაციონალური მოძრაობა", მაგალითად 2016, 2017, 2018-ში. მაგრამ როდესაც 2003-ში, 2012-ში, 1990-ში 1992-ში სახელისუფლებო პარტია პროპორციულ ნაწილში წაფორთხიალებულია ან უკვე წაგებულია, ის როგორც წესი აგებს მეორე ტურებს ოპოზიციონერთან, აი ესაა ჩვენი პრაქტიკა, მახსოვს და ვიცი. ვამბობ პერიოდებს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, ოპოზიციური პარტია, რომელსაც გაჰყავდა მეორე ტურში კანდიდატი და განცდა ისეთი იყო, რომ ხელისუფლება იცვლება, მას ერთის მხრივ ეხმარებოდა "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" მერყევი ამომრჩეველი და მეორეს მხრივ კონსოლიდაცია ხდებოდა. პირველ ტურში შეთანხმება ძალიან გაჭირდება, ძალიან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების კანდიდატებს შორის და ამიტომ დაიკარგება ხმები. მაგალითად შალვა ნათელაშვილს კვლევით აქვს 100%-იანი ცნობადობა, მაგრამ ხმები 20%-ით ნაკლები აქვს ნიკა მელიაზე და ელენე ხოშტარიაზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შალვა მომგებიანი კანდიდატი ვერაა, უბრალოდ მას უარყოფითი რეიტინგი აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ნაცებშიც, ანტინაცებშიც. მეორე მომენტი არის ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც აქვს 15% და ნიკა მელიას აქვს 3-ჯერ მეტი, იმიტომ რომ ნიკას სრული ცნობადობა აქვს, ხაბეიშვილს სასტარტო ნაკლები აქვს, მაგრამ აკრეფს. მე ვფიქრობ რომ "ევროპულმა საქართველომ", "გირჩმა", "ლეიბორისტებმა" და კიდევ რამდენიმე პარტიამ თუ შეძლეს რეგიონების გარკვეულ ნაწილში მაინც შეთანხმება. თუ 4-5 პარტია შეთანხმდა საბურთალოზე და დიდუბეში, მაშინ არა მგონია, რომ დააყენოს ენმ-მ, თუ ვერ შეთანხმდნენ მაშინ ღიაა ეს ვითარება და ეს იქნება პოლიტიკური კალკულაცია," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.