18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ვპირდებით ადამიანებს, რომ 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით - გიორგი ვაშაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს - ნინოწმინდიდან,ახალციხიდან და ახალქალაქიდან შეხვდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს,როგორიცაა მიგრაცია და სამუშაო ადგილები. ვაშაძემ ასევე ახალგაზრდებისთვის პერსპექტივის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.

"ნინოწმინდა ახალქალაქიდან, ახალგაზრდები არიან აქ, რომელებიც საკუთარ პერსპექტივას ვერ ხედავენ ქვეყანაში. არჩევანი არის აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის. 

ჩვენ ვპირდებით ადამიანებს, რომ 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და დღეს ვისაუბრე, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები