18 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არ არის ჭიდაობა, არამედ საერთო ტაქტიკაზე შეთანხმების მცდელობაა - ელენე ხოშტარია

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საჯარო კამათის შესახებ განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი და პროპორციული სისტემის თანმხლები პროცესია. 

მისი თქმით, საზოგადოება ოპოზიციისგან სწორედ მრავალფეროვნებას ელის და არა ერთგვაროვნებას. 

"მე დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი და არც ულტიმატუმების ენაზეა საუბარი. ჭიდაობა ეს არ არის. ეს არის მცდელობა საერთო ტაქტიკაზე შეთანხმების, რისი ნაწილიც მოხდა თბილისში. ისე არ დგას საკითხი, რომ ერთობა ირღვევა. ჩვენ იმიტომ ვართ ამგვარ სიტუაციაში, რომ პროპორციულმა, სამომავლო კოალიციურმა მთავრობამ დაგვაყენა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე, სადაც სულ მოგვიწევს კამათი, შეთანხმების მცდელობა, საერთო ამოცანაზე კონცენტრირება, ამ ფაზაში შევდივართ.

ეს კამათიც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს თუნდაც რეგიონებში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", მათ თავიანთი მოსაზრება აქვთ, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ამ მძიმე წლის განმავლობაში ოპოზიციამ ეს კოორდინაციის მუხტი, განწყობა შეინარჩუნა, მნიშვნელოვანია. ეს არ არის ერთნაირობა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ჩვენს განსხვავებებზე ხაზგასმა. სწორედ მრავალფეროვან ერთიანობას ითხოვს მოსახლეობა ჩვენგან და არა გაერთნაირებას და ყველაფერში ერთმანეთთან დათანხმებას. ამიტომ, ერთის მხრივ, ეს კამათი ნორმალურია, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს არის ჩვენი ტაქტიკები და ასე ვაპირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი შევცვალოთ. პროპორციული სისტემა ჩვენ იმ რეალობაში გვამყოფებს, სადაც უნდა შევეჩვიოთ, მათ შორის, საჯარო კამათს,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები