18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ყველამ კარგად დაინახა, რომ პუტინის რაღაცა ლეგიონია მთავრობაში - ლევან ხაბეიშვილი

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორც ეკონომიკის, ასევე კრიმინოგენური მდგომარეობის მხრივ.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარგი სიტუაციაა, ეკონომიკურად მყარად ვართ... "ქართულ ოცნებას" 8 წლის განმავლობაში არცერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავს დაკავებული, ყველამ კარგად დაინახა, რომ პუტინის რაღაცა ლეგიონია მთავრობაში... თუ ფიქრობენ რომ ოჯახებია გაძლიერებული, კრიმინალური სიტუაცია იმდენად კარგია, რომ ახლა უნდა ადგნენ და "ქართულ ოცნებას" ხმა მისცენ, ეს საუკეთესო საშუალება იქნება... ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან მძიმე პრობლემებია," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, ეს არჩევნები არაა პერსონების არჩევნები და მოსახლეობას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

დღის ამბები