თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ჭარბი ავტომობილების პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირებაა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის სტრატეგია სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისკენაა მიმართული, რომ ის გაცილებით კომფორტული და სწრაფი გახდეს.
"წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან ბევრი კითხვები ისმოდა, "რა ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ?!", არა არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით, ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ევრო-6-ის ტიპის ავტობუსებით," - განაცხადა კახა კალაძემ.